logo_geo
eng_logo
„აურზაური არაფრის გამო" - პრემიერა გორის დრამატულ თეატრში
- +

22 ივნისი. 2016. 15:34


 

22 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისიტროს მხარდაჭერით, კომედიის ფესტივალის ფარგლებში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლის "აურზაური არაფრის გამო" პრემიერით წარდგა.



უილიამ შექსპირის კომედია "აურზაური არაფრის გამო" რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა და რეჟისორისა და პედაგოგის ლილი იოსელიანის ხსოვნას მიუძღვნა. ორმოქმედებიანი კომედიის თარგმანი გივი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის; სპექტაკლის მხატვარი ლომგულ მურუსიძე; მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გაგლოშვილი; ქორეოგრაფია - გია მარღანია


წარმოდგენაში გამოყენებულია ნაწყვეტები უილიამ შექსპირის პიესებიდან და უილიამ გიბსონის პიესიდან "მსახიობთა ძახილი".


სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნიკოლოზ ფაიქრიძე, ვანო დუგლაძე, გიორგი ჯიქურიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი შავგულიძე, შალვა ანთელავა, დავით ხახიძე, თორნიკე ქინქლაძე, ვახტანგ ნოზაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, ნინო არჩაია, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ნინო მუმლაძე, სალომე წურწუმია, თამარ ტყემალაძე.


კომედიის ფესტივალი პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში იმართება.
  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner