logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის საქმე: როგორ განვითარდა მოვლენები 19 ივნისის ღამეს
- +

13 ივლისი. 2020. 13:24

 

 

„იმედის კვირა“ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამის მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენას შეეცადა. ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, 19 წლის ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე განმარტავს, როგორ ცდილობდნენ შაქარაშვილის და მისი თანმხლები პირები თბილისიდან ჩასულებისგან გაქცევას. მისი თქმით, ოჯახი იმ ვერსიას ემხრობა, რომ გიორგის ბოლომდე სდიეს და ჟურნალისტებს ის ადგილი აჩვენა, სადაც შაქარაშვილს, დიდი ალბათობით, გაუსწორდნენ.

 

„ექსპერტიზამ დეტალურ დონეზე ჩაგვახედა. მოგეხსენებათ, ბავშვს აქვს 12 დაზიანება. ადგილზე უნდა მომხდარიყო ამ დაზიანებების მიყენება და შემდგომ ცოცხალი ბავშვის გადაგდება მდინარე არაგვში“, – ამბობს ნიკოლაძე.

 

ექსპერტიზისგან პასუხს ელოდება მორაგბის ადვოკატი, რომელიც უშვებს იმასაც, რომ ასეთი დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა შესაძლოა დაცემით ან სხვა ვითარებაში მიიღო.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner