ავტორი დიანა ლიპარტელიანი
ნიკა გვარამია ხმის ჩახლეჩამდე ხომ ამტკიცებდა, აქამდე ტელევიზიით არგასულ კადრებში რომ პირი ჩანს, დიდუბის სადგურთან რომ ჩამოდის და გურამ ამირხანაშვილს ხვდება, ავთო ბილანიშვილიაო. დღეს სიუჟეტი გაუშვეს და მთელი ცდები დაუთმეს იმის მტკიცებას, რომ ეს პირი „კაწრო“ არ არის.
გაბუნია კი გამოვიდა დღეს მონოლოგით - ჩვენ, შაქარაშვილის საქმით „ქართულ ოცნებას“ კი არ ვებრძვით, გიორგის მკვლელების მფარველებს ვეძებთო, მაგრამ როცა 10 ამბიდან 8-ს ტყუილს მოყვებით, კიდევ უფრო გაგიჭირდებათ, თქვენივე მონაყოლი ვინმეს დააჯეროთ.