logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?
- +

22 ივნისი. 2016. 15:58



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით სათქმელი ახალი არაფერი აქვს.


ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თითქოს  ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მან უკვე ყველაფერი თქვა რისი თქმაც შეეძლო.


პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა. კიდევ ერთხელ მწუხარებგამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს. მეტი არაფერი მექნება სათქმელი, რაც საჭირო იყო, უკვე გაცხადებული მაქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ კიწმარიშვილის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მათი საქმეა.


კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კავშირი ეროსი კიწმარიშვილს მის ფინანსებთან ივანიშვილმა უპასუხა, რომ არა.


რა კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან?" - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner