logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: სომხეთში შიდა დაპირისპირებამ ფართო ხასიათი მიიღო, აზერბაიჯანის წარმატება ძალიან აწუხებთ და შურთ
- +

13 ივლისი. 2020. 17:18

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ბაქო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საკუთარ პრინციპულ პოზიციას არასდროს შეიცვლის. ეს განცხადება ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

 

„აზერბაიჯანი საკუთარი პრინციპული პოზიციიდან ერთი ნაბიჯითაც კი არ დაიხევს უკან. როგორც იცით, სომხეთში შიდა მდგომარეობა კრიზისულ ნიშნულს უახლოვდება, შიდა დაპირისპირებამ ფართო ხასიათი მიიღო, ამავდროულად, საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის წარმატება მათ ძალიან აწუხებთ და შურთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.

 

ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დღეს განცხადებები გაავრცელეს, სადაც ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner