,,თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხსნიან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გავცემთ ამაზე,” - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სომხური მხარის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
"აზერბაიჯანმა თავისი სახელმწიფო საზღვარი დაიცვა", - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს. მისი თქმით, აზერბაიჯანმა მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.