logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არსად არავითარი რჩევა არ მიმიცია უსუფაშვილის თავმჯდომარეობაზე
- +

22 ივნისი. 2016. 16:00



ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით არსად არანაირი რჩევა არ მიუცია - ასე უპასუხა ივანიშვილმა კითხვას, რომლის თანახმადაც, ,,ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილის კანდიდატურას განიხილავს.


ივანიშვილის თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან ახლა გაიგო. კითხვაზე, როგორი თავმჯდომარე იქნებოდა უსუფაშვილი, ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ნუ ცდილობენ ინტრიგნული კითხვების დასმას.


,,ნუ ცდილობთ, კითხვები დასვათ ინტრიგნული და მერე მოაყოლოთ იმას, რომ ივანიშვილმა თქვა, უსუფაშვილი კარგი თავმჯდომარე იქნებოდაო. კითხვაშივე არის სიცრუე და სიმცდარე. მე არავითარი რჩევა არ მიმიცია უსუფაშვილის თავმჯდომარეობაზე არსად. ამის გაგრძელება გინდათ, თუ როგორი თავმჯდომარე იქნებოდა უსუფაშვილი, რათა მიკიბ-მოკიბოთ, როგორც იცით კარგად და მერე მიაბავთ, რომ აი, ივანიშვილმა მისცა რჩევა და აი, თურმე ივანიშვილს უსუფაშვილი აურჩევია", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner