მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა ინჩხურის, ხუნწის, კიწიის, გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. კერძოდ, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ასევე დაზიანებულია ხიდ-ბოგირები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.