logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს: ყველა გზა „რუსთავი 2“-სკენ მიდის, ყველაფერს „რუსთავი 2“-ს უკავშირებთ
- +

22 ივნისი. 2016. 16:02



საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებებზე აბსოლუტური შეთანხმება მოხდა, რაც ჩვენს ბოლო პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათია", - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების არჩევას ეხება.


კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სწრაფი ტემპით მოსამართლეების არჩევა „რუსთავი 2"-ის საქმეს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ თემაზე მომზადებული არ არის.


ყველა გზა „რუსთავი 2"-სკენ მიდის, ყველაფერს „რუსთავი 2"-უკავშირებთ. არ ვარ საკითხზე მომზადებული, თუმცა, ეს ისეთი საკითხი არ არის და არ ჩავთვალე მონაწილეობა მიმეღო. მგონი ოთხ მოსამართლეს უმთავრდება ვადა, ერთს ირჩევს პარლამენტი, ერთს - სასამართლო, ორს - პრეზიდენტი. არ მიმუშავია ამაზე. ზოგადად თქვენ იცით, რომ პარლამენტმა მოახდინა ცვლილებები სასამართლოსთან დაკავშირებით, იმას შემდეგ პრეზიდენტმა დაადო ვეტო, მერე ჩაერთო ვენეციის კომისია და საბოლოოდ, აბსოლუტური შეთანხმება მოხდა, რაც ძალიან იშვიათია ჩვენს ბოლო პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner