logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტისათვის პრიორიტეტულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ძალადობის პრევენციის ნებისმიერი ზომა
- +

13 ივლისი. 2020. 20:35

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში ქეთევან მახარაშვილი დღეს პრემიერმინისტრის მრჩეველს, სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ნებისმიერ ზომას და მიაჩნია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის პრიორიტეტული საკითხია.

 

ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ასევე, არასამთავრობო სტრუქტურებთან და ჩართულია იმ გამოსავლების ძიების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შემცირებას.

 

ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ლელა აქიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი უწყებათაშორისი თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდეს.

 

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ქალთა დაცვისა და გაძლიერების თემებზე, ასევე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა და რეგიონებში ქალების აქტიურობის ზრდაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner