logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: დღეს სახელმწიფოს იმაზე ძლიერი მექანიზმი აქვს სანქცირების, ვიდრე დროებითი მმართველის შეყვანაა კომპანიაში
- +

13 ივლისი. 2020. 20:36

 

 

დღეს სახელმწიფოს იმაზე ძლიერი მექანიზმი აქვს სანქცირების ვიდრე დროებითი მმართველის შეყვანაა კომპანიაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს, და ამ შემთხვეევაში კომუნიკაციების კომისიას საერთოდ ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია კომპანიებისთვის კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში,“- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, დაინტერესებულ პირთა მხრიდან ისე ხდება საკითხის წარმოჩინება, თითქოს ეს ცვლილება არის განსაკუთრებული სიახლე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ასეთ რეგულაციას უკვე იცნობს კანონმდებლობა სხვა სფეროებში. როგორც ნიკოლოზ მჭედლიშვილი აღნიშნავს, სერგი კაპანაძე კავკასუს ონლაინის ინტერესების დამცველის, იურისტის დავით კაპანაძის ძმაა და ნათელია, რა მიზნები და ინტერესები ამოძრავებდა დარგობრივ კომიტეტზე სერგი კაპანაძეს და „ევროპულ საქართველოს“.

 

რატომღაც არც მედიას და არც სხვა პოლიტიკოსებს არ გახსენებიათ და დაუსვამთ კითხვა „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძისთვის, რომელიც თითქმის ნახევარი საათი სვამდა კითხვებს ცვლილებების პროექტზე დარგობრივ კომიტეტში, შემთხვევით მას პირადი ინტერესები ხომ არ ამოძრავებს. ვისაც არ აქვს ინფორმაცია ან დაავიწყდა შეგახსენებთ, რომ სერგი კაპანაძე კავკასუს ონლაინის ინტერესების დამცველის, ამ კომპანიის იურისტის დავით კაპანაძის ძმა გახლავთ. შესაბამისად ძალიან ნათელია, რა მიზნები და ინტერესები ამოძრავებდა დარგობრივ კომიტეტზე სერგი კაპანაძეს და ევროპულ საქართველოს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ქვეყნის ინტერესები არის N1, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება ვერც ბიზნესი და ვერც რომელიმე სფერო. მითუმეტეს სტრატეგიულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ბიზნეს, არამედ სწორედ სახელმწიფოს აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებით ბიზნეს ინტერესები არანაირად არ იზღუდება, ვინაიდან დღეს სახელმწიფოს იმაზე ძლიერი მექანიზმი აქვს სანქცირების, ვიდრე დროებითი მმართველის შეყვანაა კომპანიაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს, და ამ შემთხვეევაში, კომუნიკაციების კომისიას საერთოდ ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია კომპანიებისთვის კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში“, - განმარტავს მჭედლიშვილი.

 

მისი თქმით, ისე ხდება საკითხის წარმოჩინება დაინტერესებული პირების მხრიდან, თითქოს ეს ცვლილება არის განსაკუთრებული სიახლე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ასეთ რეგულაციას უკვე იცნობს ჩვენი კანონმდებლობა სხვა სფეროებში.

 

სახელმწიფო, რომ სწორედ ბიზნეს ინტერესებზე და საზოგადოებაზე არ ფიქრობდეს, ამ მექანიზმს გამოიყენებდა, მაგრამ სწორედ საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისიწნებით ცდილობენ შუალედური მოდელის შემოტანას, რომელიც არც საზოგადოებას დააზარალებს და დატოვებს კომუნიკაციის გარეშე, არც სახელმწიფოს და არც ბიზნესს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სტრატეგიულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აუცილებელია ქვეყანას და შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ აღსრულების ეფექტური მექანიზმები, სწორედ ასეთი მექანიზმის მინიჭებას ითვალისწინებს ცვლილებების პაკეტი კომუნიკაციების კომისიისთვის. ისე ხდება საკითხის წარმოჩინება დაინტერესებული პირების მხრიდან, თითქოს ეს ცვლილება არის განსაკუთრებული სიახლე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ასეთ რეგულაციას უკვე იცნობს ჩვენი კანონმდებლობა სხვა სფეროებში. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ როგორც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი სხვადასხვა ვარიაციითა და ფუნქციებით ითვალისწინებს სპეციალური მმართველის და სპეციალური ღონისძიებების ინსტიტუტს, სწორედ იმ მიზნით, რა მიზანიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს აქვს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

როგორც ნიკოლოზ მჭედლიშვილი ამბობს, ბიზნესის წარმომადგენლების პროტესტი და კრიტიკა არ უკავშირდება მხოლოდ კანონში შესატან ცვლილებებს, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს კომუნიკაციების კომისიას უფრო მძლავრი მექანიზმი აქვს, რომელიც ავტორიზაციის შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმებაა.

 

ძალიან ნათლად ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან თემით სპეკულირების მცდელობა ხდება. რატომღაც არც მედიას და არც სხვა პოლიტიკოსებს არ გახსენებიათ და დაუსვამთ კითხვა ევროპული საქართველოს წევრ სერგი კაპანაძისთვის, რომელიც თითქმის ნახევარი საათი სვამდა კითხვებს ცვლილებების პროექტზე დარგობრივ კომიტეტში, შემთხვევით მას პირადი ინტერესები ხომ არ ამოძრავებს. ვისაც არ აქვს ინფორმაცია ან დაავიწყდა შეგახსენებთ, რომ სერგი კაპანაძე კავკასუს ონლაინის ინტერესების დამცველის, ამ კომპანიის იურისტის დავით კაპანაძის ძმა გახლავთ. შესაბამისად ძალიან ნათელია, რა მიზნები და ინტერესები ამოძრავებდა დარგობრივ კომიტეტზე სერგი კაპანაძეს და ევროპულ საქართველოს.  უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ჩემი შეფასებით ბიზნესის წარმომადგენლების პროტესტი და კრიტიკა არ უკავშირდება მხოლოდ კანონში შესატან ცვლილებებს, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს კომუნიკაციების კომისიას უფრო მძლავრი მექანიზმი აქვს, რომელიც ავტორიზაციის შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმებაა. ვფიქრობ, მათი კრიტიკა ძირითადად კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რომელიც მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციას და მომხმარებლების ინტერესების დაცვას ემსახურება, რასაც ტელეკომ სფეროს კომპანიები და მათი მფლობელები ბუნებრივია, რომ სიხარულით არ შეხვედრიან, მხოლოდ რამდენიმე გადაწყვეტილებას გავიხსენებ და თავად დარწმუნდებით ამაში. კომუნიკაციების კომისიამ ბოლო წლების მობილური და ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაცია გააკეთა, მობილური კომუნიკაციის ბაზარზე ურთიერთჩართვის ტარიფები 11 თეთრიდან 2.5 თეთრამდე შეამცირა, მობილური და ფიქსირებული მომსახურებისთვის საბითუმო ინტერნეტის ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შეამცირა, შარშან ასევე მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია შევიდეს აღნიშნულ ბაზარზე და ვეღარ შეუქმნიან დიდი კომპანიები ბარიერებს. მხოლოდ ეს სამი გადაწყვეტილებაც საკმარისია იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ რეალურად რა არ მოსწონს ბიზნესს და რას აპროტესტებს. კიდევ ვიმეორებ, ბიზნეს ინტერესები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პირველ ადგილზე სახელწმიფო და საზოგადოებრივი ინტერესებია, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც ჩანს დაავიწყდათ”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner