logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი პოზიტიურად გადაწყდება!
- +

22 ივნისი. 2016. 16:03



„ძალიან დიდი სურვილი და იმედია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი და თავისუფლად შეეძლოთ  ჩვენ მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობა", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ საკითხი  ყველა შემთხვევაში პოზიტიურად გადაწყდება.


მისივე თქმით,  ალბათობა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი სექტემბრამდე მოგვარდება, გაზრდილია.


„ყველა შემთხვევაში საკითხი პოზიტიურად გადაწყდება და ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. დაველოდოთ, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს წლის ბოლოს, თუმცა ალბათობა, რომ საკითხი სექტემბრამდე გადაწყდეს, გაზრდილია. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა -  ყველა ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც იყო საჭირო, რათა  ვიზალიბერალიზაცია მიეღო ქართველ მოსახლეობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner