ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მეგობრებს სთხოვს ახლო კონტაქტისგან ყველამ თავი შეიკავონ.
„არავინ არ გადამკოცნოთ, თორე დაგხოცავთ ყველას! ორი დღეა სიცხე მაქვს და დღეს ლუგარში გავიკეთე ნაცხის ანალიზი და ნუ უარყოფითია, მაგრამ სანამ პასუხი მოვიდოდა მთელი დღე ვფიქრობდი. არსად ბევრ ხალხში არ დავდივარ, ყველგან ნიღბით შევდივარ და უცბად გამახსენდა რამდენიმე ადამიანი (რომელიც ჩემი კლასტერი არ არის ), ვინც შემხვდა და გადამკოცნა . მათ კი არ დავაბრალებდი რამე რომ ყოფილიყო, მაგრამ გადაკოცნით მისალმება უკვე ცუდი ტონია, მეგობრებო. ძილინების“- წერს ფანგანი.