logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ
- +

14 ივლისი. 2020. 02:07

 

 

გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. ამის შესახებ განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

 

აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

 

სახალხო დამცველს შეხვდნენ გიორგი შაქარაშვილის მშობლები, მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას.  მათ ომბუთსმენთან დააფიქსირებს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ და რომ ელოდებიან საბოლოო შედეგებს და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ, ვგულისხმობ ბრალდებების წარდგენას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოჯახმა გამოხატა პოზიცია. პირველი თხოვნა რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემატიური აგრესიისგან. ეს იყო დედის მამის მთავარი მოთხოვნა.“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner