ავტორი ნინო ჯიბუტი
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების სია გაუზავნა. ამ საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი საქმეების გახსნა თუ სურს, 2012 წლამდე გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების სიაც უნდა გაეგზავნათ პრემიერ-მინისტრისთვის.
„ნაციონალები" თავგასული ადამიანები არიან. რაც ცხრა წლის განმავლობაში გააკეთეს, ყველამ კარგად ვიცით, მის მერე რასაც აკეთებენ, ამასაც კარგად ვხედავთ. მათი თავგასულობა ხელისუფლების ბრალია, ეს პარტია საერთოდ ასაკრძალი იყო. ხელისუფლებამ მათ თავისუფლად მოქმდების საშუალება მისცა, ამიტომაც აკეთებენ ყველაფერს, რაც სურთ. თუ პრემიერთან გამოუძიებელი საქმეების მიტანა უნდოდათ, მიეტანათ 2012 წლამდე გამოუძიებელი საქმეებიც. 2012-მდეც და მის მერეც ჩადენილი ყველა დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს", - აცხადებს კვიციანი.