საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან კვირაში ორ რეგიონში ჩასვლას გეგმავს. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს,, საარჩევნო სიის ფორმირებას გუნდი გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით ახერხებს.
„თუ სჭირდებათ კონსულტაცია, მე არ დავიზარებ, აქტიურად არ ვმონაწილეობ პროცესებში. რაც შეეხება ჩემს აქტიურობას, სექტემბრიდან დავიწყებ და კონკრეტულ რიცხვებს მოგაწვდით. დაახლოებით, წარმოდგენა მაქვს, რომ კვირაში ორ რეგიონში მოვახერხო ჩასვლა და ხალხთან შეხვედრა", - განაცხდა ივანიშვილმა.