logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: მერაბიშვილი- სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორია!
- +

22 ივნისი. 2016. 16:16



 „Tvპირველის"  ეთერში საქართველოს პარლამენტის წევრმა ანი მიროტაძემ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

მიროტაძის განცხადებით, წინასწარი პატიმრობის დროს მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანის ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.


„ვანო მერაბიშვილი არის დამნაშავე. ეჭვს არ იწვევს, რომ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორია თავის მეგობრებთან ერთად. მისი ბრალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის, მაგრამ მერაბიშვილის უფლებებიც არ უნდა დაირღვეს. გამოძიება უნდა ჩატარდეს, შესაბამისად უნდა მოხდეს დაკითხვა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გააკეთოს პროკურატურამ განცხადება. სამართლიანი რეაგირება უნდა მოხდეს მისი საკნიდან გამოყვანის ფაქტზე",- განაცხადა მიროტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner