logo_geo
eng_logo
თბილისის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
- +

22 ივნისი. 2016. 16:37



თბილისის არქიტექტურის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ვარკეთილი-3, III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით.


ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2012 წლის 14 აგვისტოს აუქციონის წესით გასხვისდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი  N 01.19.39.027.013).


"ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას.


მფლობელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და მასზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხი არაერთხელ დააყენა არქიტექტურის სამსახურის წინაშე, რომლითაც ითხოვდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=6,0-მდე გაზრდას.


აღნიშნულ მოთხოვნებზე ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (2014 წლის 11 ივნისს,  2015 წლის 28 იანვარს,  2015 წლის 5 თებერვალს და 2015 წლის 5 ოქტომბერს) უარყოფითი დასკვნები გასცა.


საბჭოს მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მხოლოდ 4,5-მდე გადამეტებას მიეცა დადებითი შეფასება, 2015 წლის 3 ნოემბერს.


აღნიშნული პარამეტრების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ წარმოდგენილი იყო მშენებლობის ნებართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც 2016 წლის პირველ ივნისს გაიცა მშენებლობის ნებართვა".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner