logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი სიმწვანე იყოს ქალაქში, სადაც ჩვენი შვილები ისეირნებენ
- +

14 ივლისი. 2020. 20:55

 

თბილისის მერია და თბილისის მერი   ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გახსნის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა თბილისის მერიას და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს.

 

მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. რა თქმა უნდა, თბილისში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ისეთი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და გარემოს არ მოწონს, მაგრამ თბილისის მერია და თბილისის მერი   ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს და მინდა გავიხსენო, სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი. დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია, რომ ეს არ გავიხსენოთ. ამიტომ, მინდა, თბილისს, თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ცხოვრება, ყოველდღიურად იყოს კომფორტული. მადლობა  თბილისის მერიას, თბილისის მერს. საამაყო მერი გყავთ და წარმატებები. ყველგან გამარჯვებით, ერთად. ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ, 200 ადამიანზე, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისელები ამას გვაპატიებენ, იმიტომ, რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება “, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner