logo_geo
eng_logo
ზუგდიდში დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს
- +

14 ივლისი. 2020. 23:42

 

 

 

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. თავად კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა.

 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner