logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენი მიზანია ყველას ჰქონდეს ერთნაირი პირობები და გარემო, რომ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია
- +

14 ივლისი. 2020. 23:23

 

 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზანი ოპონენტების მხრიდან სპეკულაციების თავის არიდება იყო.

 

ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ შემოვიღოთ და არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ შეექმნას პრობლემა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვისაც, რომ სპეკულაციები არ გამოიწვიოს იმან, რომ არჩევნებია და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებენო. ასევე, კეთდება იმისთვის, რომ თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება ისე, რომ გვექნება უმძიმესი მდგომარეობა, რომ გვქონდეს რეგულაციები შემოღებული. ჩვენი მიზანია ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება, ყველას ჰქონდეს ერთნაირი პირობები და გარემო იმისთვის, რომ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია", - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner