„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია, მნიშვნელობა არ აქვს, მას მაღალი თუ დაბალი თანამდებობა აქვს, მისი განცხადებები მიუღებელია,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა. სააკაშვილი თანამდებობის პირია, მნიშვნელობა არ აქვს, მას მაღალი თუ დაბალი თანამდებობა აქვს. დღეს ის არის უკრაინის მოქალაქე და წარმოადგენს იმ პოლიტიკური გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია. შესაბამისად, განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, მიუღებელია და მომავალში თუ გაგრძელდა, კიდევ უფრო მძიმე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი სააკაშვილს კერძო პირი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებების გამო პრობლემები უკრაინულ სახელმწიფოს ექმნება.