თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ მუშას, ზედაპირული დამწვრობა აღენიშნება.
პირველადი დათვალიერებით, მუშებს პირველი ხარისხის ზედაპირული დამწვრობა აღენიშნებოდათ, რაც სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
პაციენტები ამ დროისთვის, დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილნი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, აღმაშენებლის გამზირზე, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აფეთქება მოხდა, რა დროსაც ორი მუშა დაშავდა.