logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: მათი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში მოახდინონ დესტრუქცია და შეცვალონ ხელისუფლება
- +

15 ივლისი. 2020. 02:50

 

 

 

კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თავისი სექტისადმი. მან პირდაპირ განუცხადა, - არ დაიღალოთ, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს ქვეყანაში. მისი მიმართვა და მოწოდება იყო, რომ ყოველ დღე შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია გამოიწვიონ და ამისთვის არ დაიღალონ. ეს მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს - რევანშზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ირაკლი ლატარიამ განაცხადა.

 

ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ გვარამიას ტელევიზიაში იკრიბებოდნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს პროკურორობენ. ერთი თვის წინ ისინი იყვნენ კარგი „ექიმები“, რომელთაც შეეძლოთ, რომ, პანდემიასთან დაკავშირებით, ნებისმიერი დასკვნა დაედოთ. მათ შეეძლოთ, რომ ყველაზე ძლიერ ეპიდემიოლოგებზე უფრო „ძლიერები“, საუკეთესო ინფექციონისტები ყოფილიყვნენ და თითიც კი დაექნიათ ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან ცერცვაძე, გამყრელიძე და ა.შ. დღეს ვხედავთ, რომ დღეს ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ექიმებად გვევლინებოდნენ, დღეს არიან მოსამართლეები, პროკურორები და ექსპერტები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შეუძლიათ, ცინიზმის მწვერვალამდე მივიდნენ. როცა ჩვენ დავფიქრდებით, თუ რა შეიძლება, მათ კიდევ იკადრონ, ვინც ახლა აქ ვსხედვართ, ჩვენი გონება აქამდე ვერ მივა. მათ შეუძლიათ, ყველაზე ყველაფერი იკადრონ. რაც ყველაზე დიდი საშინელებაა - როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ 19 წლის ბავშვის ოჯახი ასეთი დათრგუნულია და მათი ერთადერთი თხოვნა, თუნდაც, სახალხო დამცველის წინაშე, არის ის, რომ დაიცვან გვარამიასგან და მისი გუნდისგან. დაზარალებული, ჭირისუფალი ოჯახი რომ ამას ითხოვს და შენ კიდევ ბედავ და საუბრობ, რომ თურმე, დედაზე, მამასა და ბიძაზე მეტად შეგტკივა გული, თურმე იცი, რა მოხდა, თითი დაადო, რომ იქ იყო ვინმე „კაწრო“, შემდეგ თქვა, რომ ის არც გიხსენებია და შენს სექტას ასე უტიფრად ესაუბრო, ეს უკვე ბოროტებაც არაა. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები, ალბათ, საქართველოში არ გაზრდილან, არ უცხოვრიათ... ან სასაფლაო არ იციან, ან - გასვენება, ან - ჭირისუფალი, ან ადამიანობა, მეგობრობა, რამე არ იციან?.. მათ არაფერი ამდაგვარი არ გააჩნიათ. ისინი არიან რობოტები, რომელთაც შეუძლიათ, უკრაინაში მჯდომი, გაქცეული, ქართველობაზე უარის მთქმელი ადამიანი რასაც იტყვის, ის შეასრულონ აქ. მათი მთავარი ამოცანაა, ჩემს ქვეყანაში მოახდინონ დესტრუქცია და შეცვალონ ხელისუფლება. მათ მეტი ამოცანა არ აქვთ“ - განაცხადა ირაკლი ლატარიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner