logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ხალხს რომ მხარი არ აება, არაფერი გამოვიდოდა
- +

15 ივლისი. 2020. 11:23

 

 

,,ხალხს რომ მხარი არ აება, არაფერი გამოვიდოდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„რეალურად შევხედოთ სიტუაციას. კი, ბატონო, გვიხარია, ჩვენთან ცოტა შემთხვევა რომ არის, მაგრამ გადავხედოთ, გარშემო რა ხდება, რა ხდება მსოფლიოში. რატომ ვართ ასე – იმიტომ, რომ პირველ რიგში, უნდა ითქვას ეს პირდაპირ, კარგად იმუშავა ყველა სამსახურმა ქვეყანაში, ვისაც ეს ეხებოდა და ხალხმა მხარი აგვიბა.

 

ხალხს რომ მხარი არ აება, არაფერი გამოვიდოდა, რაც უნდა კარგად ემუშავათ ადამიანებს. აგერ, ვუყურებთ, რა ხდება სამეზობლოში, ცოტა იქეთ, ცოტა აქეთ, ყველგან, პრაქტიკულად, ერთი-ორი ქვეყანა არის მსოფლიოში გამონაკლისი.

 

მეტი რა ვთქვა, არ ვიცი, მაქსიმალურად შევეცადოთ, რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების წესი ცოტა ხანი მოვარგოთ ამ სიტუაციას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner