საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ინტერკონტინენტალში", სადაც ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა, განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს.
„გეგმის მიხედვით, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი-აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი.
ეს არის უპირველეს ყოვლისა, ახალი ლოგისტიკური კავშირების განვითარება ევროპასთან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პოტენციალის სრულად ათვისება.
ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.