logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა იმაზე მეტად მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
- +

15 ივლისი. 2020. 12:56

 

 

„ივანიშვილის მიერ „90-იან წლების დაბრუნებასა“ და „ბეზპრედელის“ გაბატონებაზე ლაპარაკობს სააკაშვილი, რომლის პარტიასაც 90-იან წლებში გამეფებული „ბეზპრედელის“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და გამოკვეთილი სიმბოლო ჟორიკა რურუა პოლიტიკურ ლიდერად ჰყავს აღიარებული“, - ასე აფასებს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე.

 

ჯაბა ხუბუას განცხადებით, „სისხლიანი რეჟიმის, სიკვდილის ბრიგადების“ მხრიდან, სირცხვილია  შაქარაშვილის თემაზე სპეკულაცია, როდესაც პოლიტიკურ ლიდერად გიორგი რურუა ჰყავთ გამოცხადებული.

 

„სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა იმაზე მეტად მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ვინმეს წარმოუდგენია.

 

როგორ არა, შიზოფრენიის ნიშნებს სააკაშვილი ყოველთვის ამჟღავნებდა, მაგრამ ახლა სულ სხვა სიმაღლეები დაუპყრია და სისხლიანი რეჟიმის რაიხსფიურერი, რომლის სიკვდილის ბრიგადებმაც ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი, ზურა ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე, მარად ართმელიძე, რომან სურმანიძე, მურად გორგაძე, გია კრიალაშვილი, როინ შავაძე, დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა, სერგო თეთრაძე და მრავალი სხვა უდანაშაულო ქართველი მოკლეს, ახლა „სიკვდილის ბრიგადების“ უსტაბაშად 26 წლის მომღერალ ბერა ივანიშვილს აცხადებს.

 

ივანიშვილის მიერ „90-იან წლების დაბრუნებასა“ და „ბეზპრედელის“ გაბატონებაზე ლაპარაკობს სააკაშვილი, რომლის პარტიასაც 90-იან წლებში გამეფებული „ბეზპრედელის“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და გამოკვეთილი სიმბოლო ჟორიკა რურუა პოლიტიკურ ლიდერად ჰყავს აღიარებული.

 

სააკაშვილისა და „ნაცების“ მხრიდან ქართველი ხალხის უპატივცემულობა ჯერ მარტო იქიდან ჩანს, რომ რურუას პოლიტიკურ ლიდერად ასაღებენ, ხოლო, როცა რურუას გამფეტიშებლები 90-იანი წლების დაბრუნებაში სხვას ადანაშაულებენ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ტლუდ, ბნელად და გონებაჩლუნგად მიაჩნიათ.

 

როგორც ჩანს, სააკაშვილი სრულიად იზიარებს „გონებრივი სისუსტისა და მსუბუქი დებილობის“ დიაგნოზს, რომელიც ქართველ ხალხს ძმები რურუების ახლო მეგობარმა გიორგი მარგველაშვილმა წლების წინათ დაუსვა“, – წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner