logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება პატრუშევისა და პუტინის გარეშე არ მომხდარა
- +

15 ივლისი. 2020. 12:56

 

 

„როცა სააკაშვილი უკრაინიდან გაგდებული იყო, უკრაინაში რუსეთის გავლენა ძალიან შემცირდა, თუმცა, ზელენსკის სახით რუსეთმა მაინც მოახერხა კიევში თავისი კაცის დასმა!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

 

„ზელენსკი რუსეთის კაცია! როცა სააკაშვილი უკრაინიდან გაგდებული იყო, უკრაინაში რუსეთის გავლენა ძალიან შემცირდა, თუმცა, ზელენსკის სახით რუსეთმა მაინც მოახერხა კიევში თავისი კაცის დასმა! ზელენსკის მთელი თავისი კარიერა რუსეთში აქვს აწყობილი, ხოლო მისი ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, რომელმაც უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურა წამოაყენა, დონბასელი ბიზნესმენისა და სეპარატისტების ერთ-ერთი დამფინანსებლის რინატ ახმეტოვის კლანის წევრია. 2019 წლის დეკემბერში ზელენსკი და ერმაკი ომანში საიდუმლო ვითარებაში შეხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს ნიკოლაი კარუშევს. ამ შეხვედრიდან სულ ცოტა ხანში ერმაკმა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ლობირება და უკრაინის სამთავრობო სტრუქტურებში „გაქაჩვა“...  ამავე პერიოდში ციხიდან გამოვიდა პატრუშევის ხელისბიჭი და ნურგალიევის ძმაკაცი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სასწრაფოდ კიევში ჩავიდა და სააკაშვილს შეხვდა. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება პატრუშევისა და პუტინის გარეშე არ მომხდარა!“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner