logo_geo
eng_logo
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

15 ივლისი. 2020. 13:36

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ. დამნაშავედ ცნო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ-მ, 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,232 გრ ნარკოტიკული საშუალება „3,4“ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა). 

 

ასევე დადგინდა, რომ ს.ბ.-მ უკანონოდ შეიძინა და თავის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“.

 

სამართალდამცველებმა ს.ბ. 2019 წლის 24 დეკემბერს ქ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner