logo_geo
eng_logo
სომხეთის მხარემ აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
- +

15 ივლისი. 2020. 15:08

 

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, უპილოტოების ჩამოგდება 22:20-დან 23:00 საათამდე პერიოდში მოხდა.

 

სომხეთის საინფორმაციო კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის არმიაში პირველად გამოჩნდა ისრაელის წარმოების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი „სქაი სთრაიქერი“.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მე-3 საარმიო კორპუსმა თავის არსენალში არსებული პრაქტიკულად ყველა შეიარაღება გამოიყენა, მათ შორის, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები, ტანკები და არტილერია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner