logo_geo
eng_logo
კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რიგით IV კონკურსი გაიმართება
- +

22 ივნისი. 2016. 18:29



23 ივნისს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რიგით IV კონკურსთან დაკავშირებით. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ხათუნა კიკვაძე, კონკურსის ხელმძღვანელი ნინო ჯანჯღავა, ჟიურის წევრები - ვაჩე ლალიაშვილი, დავით ხოსიტაშვილი, ტატო ჯინჯიხაძე, ასევე, მუსიკის სახლის წარმომადგენელი ზაზა გაბელაია. 


კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რიგით IV კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღება 23 ივნისს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება. წელს პირველად, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ასაკის შემსრულებლები. მათთვის პრიზები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაწესდება. ჯგუფები  მას შემდეგ დაკომპლექტდება, როდესაც ყველა მონაწილის განცხადება იქნება მიღებული. კონკურსი ჩატარდება  8-9 ნოემბერს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის კამერული ორკესტრის სინფონიეტას საკონცერტო დარბაზში. გამარჯვებულები 11 ნოემბერს, გალა-კონცერტზე გამოვლინდებიან. 

საპრიზო ფონდი: I - 1000 ლარი,

                                  II - 750 ლარი,

                                  III - 500 - ლარი


სპეციალური პრიზი დააწესა საქართველოს კამერულმა ორკესტრმა „სინფონიეტამ"  - ფინალურ კონცერტზე შერჩეულ მუსიკოსთან ერთად, ორკესტრი მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე კონცერტს გამართავს.


კლასიკური გიტარის შემსრულებელთა  კონკურსის მიზანი საქართველოში კლასიკური მუსიკისა და კლასიკური გიტარის შემსრულებელთა პოპულარიზაციაა.


კონკურსის ორგანიზატორია „საავტორო სტუდია"; მხარდამჭერი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და  ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; პარტნიორი - მაღაზია „მუსიკის სახლი" და საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner