logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიცია შაქარაშვილის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს
- +

15 ივლისი. 2020. 17:55

 

 

,,რადიკალური ოპოზიცია უფრო მეტი ჭირისუფალი გამოდის ამ საქმეში, ვიდრე ვთქვათ ახალგაზრდის დედა და მამა, მათაც კი ედარებიან და შეურაცხყოფაზე გადადიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ოჯახი ენდობა სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოს, რომელიც ამ საქმეს იძიებს. ესენი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საშინელ ტრაგედიას“, - ამის შესახებ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

„გირგვლიანის, რობაქიძის, ათეულობით მოქალაქის მკვლელებისგან, საქმის გამყალბებლებისგან რომლებიც დღეს ბედავენ და საზოგადოებას აძალებენ საკუთარ თავს არჩევნებში თითქოს ალტერნატივად ხედავენ „ქართული ოცნების“ შემცვლელ ძალად საკუთარ თავს, ეს არ არის გასაკვირი. ეს არის მიზანმიმართული ქმედებები რომელიც ემსახურება იმას, რომ როდესაც სამართლიან არჩევნებში გამარჯვების მინიმალური საშუალება გაქვს, ყველანაირად ეცადო პროცესების რადიკალიზაცია, არეულობის ინსპირირებას და ამისთვის გამოიყენო ყველა მეთოდი“, - აღნიშნა იურისტმა.

 

11 ივლისს ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.

 

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner