logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: საქართველოში ვეღარასოდეს ჩამოვა, ხალხი აეროპორტშივე ნაფლეთებად აქცევს!
- +

15 ივლისი. 2020. 19:08

 

 

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ არჩევნებით ვერ მოვა ხელისუფლებაში და ამიტომაც აპირებს რევოლუციას! მაგრამ არც მაგის შნო რომ არა აქვს?“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

 

ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, სააკაშვილი საქართველოში ვერასდროს ჩამოვა.

 

უკვე მერამდენედ ჩამოდის ეგ უბედური?! ყველა არჩევნების წინ რომ ჰპირდება თავის ტვინგამოლაყებულ მომხრეებს, ჩამოვდივარო და არჩევნებში მარცხის შემდეგ რომგადააგდებსხოლმე, ეს კინო რამდენჯერ უნდა ვნახოთ?!

 

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ არჩევნებით ვერ მოვა ხელისუფლებაში და ამიტომაც აპირებს რევოლუციას! მაგრამ არც მაგის შნო რომ არა აქვს?

 

2003 წლისვარდების რევოლუცია“ სააკაშვილის მოწყობილი არ იყო, მე იმ პარლამენტში ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, რასაც ჩემი თვალით ვუყურებდი - შევარდნაძე მისივე გარემოცვამ გაყიდა!

 

რა ვაჟკაციც სააკაშვილია, მე მკითხეთ! ბოლო-ბოლო, ჩემს თვალწინ გაიზარდა და ვიცი, რა კურდღელიცაა! ფეხბურთს არ თამაშობდა, ხეზე იჯდა და იქიდან კომენტატორობდა! როცა ვკითხე, რატომ არ თამაშობ-მეთქი, მიპასუხა - ბურთი მომხვდებაო!

 

სააკაშვილი საქართველოში ვეღარასოდეს ჩამოვა, რადგან იცის, რომ მისგან გამწარებული ხალხი აეროპორტშივე ნაფლეთებად აქცევს!“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner