„ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ამ ახალ თანამდებობაზე სააკაშვილმა გააჟღერა, ის არის, რომ თურმე, უკრაინაში სათამაშო ბიზნესი უნდა გაიხსნას“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.
ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ზელენსკი სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებს, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამ საკითხს ბლოკავს.
„გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილით უკმაყოფილოა და მის გადაყენებას გეგმავს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, რომელიც სააკაშვილის თანაკურსელია, ჯერჯერობით ამ საკIთხს ბლოკავს! ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ამ ახალ თანამდებობაზე სააკაშვილმა გააჟღერა, ის არის, რომ თურმე, უკრაინაში სათამაშო ბიზნესი უნდა გაიხსნას“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.