logo_geo
eng_logo
სასამართლომ ხაშურის რაიონში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
- +

15 ივლისი. 2020. 20:41

 

 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხაშურის რაიონის სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

 

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ ალში, დ.დ.-მ, ს.ნ.-მ და ხ.ნ.-მ, ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა 73 წლის მ.ფ.-ს მიმართ, რა დროსაც დაზარალებულს მიაყენეს დაზიანებები.

 

სამართალდამცველებმა დ.დ., ს.ნ. და ხ.ნ., 2020 წლის 13 ივლისს დააკავეს.

 

ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ცემა) წარუდგინა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner