logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: უკმარისობის განცდა დამრჩა, აქ არ არის ვოლიერები დინოზავრებისათვის, არადა, მთავარი ტირანოზავრი 100 დღეში აქ უნდა იყოს!
- +

15 ივლისი. 2020. 22:07

 

 

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე დენდროლოგიური პარკის დიდი მასშტაბებზე წერს და იუმორით იმასაც აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი კრიტიკოსისთვის პარკში ვოლიერი არ დაუმზადებიათ.

 

ვნახე დენდროლოგიური პარკი. ძალიან მომეწონა, მაგრამ უკმარისობის განცდა დამრჩა.

"იურული პერიოდის პარკისგან" განსხვავებით აქ არ არის ვოლიერები დინოზავრებისათვის,

არადა, მთავარი ტირანოზავრი 100 დღეში აქ უნდა იყოს.

 

სასურველია ასევე მოეწყოს ვოლიერები იურიული პერიოდის ფაუნის სხვა მტაცებელი სახეობებისათვისაც,

სამი წელია ამ ხეებს დასდევდნენ და უსამართლობა იქნება იქ რომ არ დავაბინავოთ.

 

ისე, მართლა უნდა უნდა მიუსაჯო შრომა- გასწორებითი სამუშაოები დენდროლოგიურ პარკში, განსაკუთრებით იმათ, ერთი კაცის ეზოაო, ხეგლეჯიაო და ასეთ იდიოტობებს რომ იძახდნენ. დინოზავრები ტყუილად არ გამხსენებია, მართლაც რეპტილოიდური აზროვნება აქვთ.

ახლა გაჩუმდნენ- ვითომც აქ არაფერი და , დარწმუნებული ვარ, იმაზე ოცნებობენ , რომ ეს პარკი გახმეს,

 

ხუმრობა იქით იყოს და მართლაც დიდებული პროექტია, ნამდვილი საოცრება.“- წერს მანჯავიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner