ზურაბ ქადაგიძე დენდროლოგიური პარკის ფოტოებს ავრცელებს და არნიშნავს, რომ ოპოზიციის მრავალწლიანი ბრალდებები ხეების განადგურებასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, საბოლოო ჯამში ერთი დიდი ბლეფი აღმჩნდა. შედეგი კი სახეზეა.
„ციკლიდან როგორ „ანადგურებს“ ბიძინა ივანიშვილი ასწლოვან ხეებს....
დღეს კიდევ ერთი ფანდი ჩაგიტარათ „ქართულმა ოცნებამ“ ნაცმოძრაობას მთელი თქვენი დანამატებით.
წლების განმავლობაში წარმოებული ბინძური კამპანია, რომ მრავალწლოვან ხეებს საკუთარ სახლში ეზიდება, რომ შეკვეთილის პარკი მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის იქნება და კავშირი არ ექნება დამსვენებლებთან, დღეს დამთავრდა.
ხუთი წელი, რომ გაჰკიოდით და ათას მავნებლობას კადრულობდით, რომ რამენაირად პოლიტიკური ელფერი შეძენოდა ამ უნიკალურ მოვლენას, ახლა ის ადამიანები წადით, წაიყვანეთ თქვენი ოჯახები ამ სასწაულ პარკში და დაისვენეთ. დამიჯერეთ იქ ისეთი გარემოა, რომ ცოტა განიტვირთებით ნაციონალური პარანოიისაგან.“- წერს ქადაგიძე.