„8 წელია ეს ბაზარი მიდის... ივანიშვილი, ივანიშვილმა, ივანიშვილს... არც არაფერი გამოსდით და არც წყნარდებიან...
ეს 2 წლის წინამდელი პოსტი ამომიგდო მემორიმ... მოკლედ, ერთს გავიმეორებ;-
წადით, ცისკარას კოჭი ეთამაშეთ!!!“- ამის შესახებ ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და იქვე ძველ პოსტს აზიარებს:
„დიდი ყიჟინია ატეხილი, ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებსო... ბატონი შალვა შავგულიძეც კი აღშფოთებულია...
რა უცნაურ ვითარებაში ვცხოვრობთ... დგას სადღაც ღამის ქოთანი და ნაცხროვა საიდანაც უნდა იქედან აბამს ყურს...
ისე, ეს ბატონი ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. (იმათთვის , ვინც არ იცის) მმართველი პარტია, გარდა იმისა რომ ნიშნავს თანამდებობის პირებს, (მას შემდგომ, როცა გაიმარჟვებს არჩევნებში და უმრავლესობას მოიპოვებს არჩევით ორგანოებში,) ის პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესზე... ეს ისე, დეგენერატებისთვის და ავანტიურისტებისთვის.
ჰო და, ბიძინა ივანიშვილი არის ერთპიროვნულად, დიახ! ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ვალდებულია ნებისმიერ თანამდებობის პირზე აიღოს პასუხისმგებლობა! აიღოს და გადაწყვიტოს ... თან ისე, რომ არც ბოკერიას კითხოს, არც მიშას, არც კასტილიანს და არც დიდ "მეგობარს".
კიდევ მინდოდა რაღაცეების დაწერა, მაგრამ მეზარება...
აღშფოთებულებს კი მინდა ვურჩიო, რომ წავიდნენ და ცისკარას კოჭი ეთამაშონ!...“