logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ასეთი დენდროლოგიური პარკი წინა ხელისუფლებას რომ გაეხსნა...
- +

15 ივლისი. 2020. 23:50

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

ასეთი დენდროლოგიური პარკი წინა ხელისუფლებას რომ გაეხსნა:

მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოიწვევდნენ სახელმწიფოს მეთაურებს, დიპლომატებს, გამოჩენილ ადამიანებს, იქნებოდა ბიბისები, ევრონიუსები და სვადასხვა ნიუსები...ინდოეთიდან ჩამოიყვანდნენ სპილო-გიგანტს და ტიტლიკანა მოცეკვავეებს, ხელგაშლილი ვარდისფერჰალსტუხიანი პრეზიდენტი პირზეღიმილით შემოუძღვებოდა ვარდისფერ ფლამინგოებს და დასცხებდა და დასჭექდა - ნახეეეთ, პირველად პლანეტაზე, დედამიწაზე, პირველად სამყაროში ნახეთ, ეს ჩვენ ვქენით, ჩვენ შევძელით, დიდება და ვაშა, დიდება და ვაშა, საზეიმო დღეა, მოგილოცავთ ყველას, გენერალს და მარშალს! და ჰაერში ააფრენდენ საჰაერო ბურთებს, "კუკურუზნიკიდან" გადმოყრიდნენ ვარდის ფურცლებს და გვირილებს! და ამ დროს, ამ პარკის დამფინანსებლები გლდანის გისოსებში ეყოლებოდათ გამომწყვდეული , საღამოს დიდ ნადიმზე შეიჭმებოდა რაც ხორაგი და ჯორკიდებულია და ერთი თვის მერე ხელახლა გახსნიდნენ, უკვე სხვა სცენარით!

აბა, ესაა გახსნა? აფსუს, მიშიკოოოოო, რა გამხსნელი იყავი...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner