logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: გირგვლიანის საქმეზე საკმაოდ კარგი ვადები აქვს მისჯილი ბევრ ადამიანს
- +

16 ივლისი. 2020. 00:04

 

 

ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის დამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა, მისსავე გადაცემაში წინა ხელისუფლების დროს, სასტიკად მოკლული სანდრო გირგვლიანი გაიხსენა.

რამიშვილის თქმით, აუცილებელია საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული ძალადობრივი ფაქტები კარგად ახსოვდეს, რადგან იმ პრეცედენტის შემთხვევაში, თუ ისინი კვლავ ქვეყნის სათავეში დაბრუნდებიან, ძალადობა ასმაგად დაატყდება საქართველოს მოსახლეობას თავს.

 

„ირინა ნეუქიძე იყო რეჟიმთან ბრძოლის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო. გირგვლიანების მთელი ოჯახი შეეწირა სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლას, ეს იყო უსასტიკესი გამოვლინება მისი მმართველობისა. ამ გამოვლინებამ, ისევე როგორც ძალიან ბევრმა სხვა ფაქტმა საბოლოოდ დასაჯა სააკაშვილი და მისი მომხრეები. ბოლომდე არა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ სამართალი ბოლომდე აღსრულდება.

გირგვლიანის საქმეზე საკმაოდ კარგი ვადები აქვს მისჯილი ბევრ ადამიანს, ბევრ რეჟიმის წევრს, მაგრამ მაინც ბოლომდე არ აღსრულებულა. ეს ბოროტების მანქანა კვლავ იმუქრება.“- განაცხადა რამიშვილმა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner