ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ზარქუა წინა და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ბიზნესგარემოს მდგომარეობაზე საუბრობს.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას, ბიზნესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში კი, ქვეყანაში არა მარტო წნეხისგან გათავისუფლდა ბიზნესი, არამედ მის შესაქმნელად და განსავითარებლად მიმზიდველი გარემოა.
"წინა ხელისუფლების პერიოდში, სადაზღვევო სექტორში ვმუშაობდი და მახსოვს ბიზნესმენების მდგომარეობა. თითოეული აქტიური, წარმატებაზე ორიენტირებული ბიზნესი იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშილის ზეწოლის ქვეშ. გამომდინარე იქედან, რომ მათ სჭირდებოდათ ფული, ისინი ყველანირ ხერხს იყენებდნენ, ეს იყო იარაღის თუ ნარკოტიკის ჩადება, ბიზნესმენისთვის ან მისი ოჯახის წევრისთვის. აღნიშნული ქმედება ბიზნესმენს იძულებულს ხდიდა, რომ თავინთი წილები მათთვის გადაეფორმებინათ. ხდებოდა ავტოიმპორტიორებზე მანქანების ე.წ. "ახევა" და "შეწერა", ეს პროცესი კი დაუსრულებლად გრძელდებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" დროს კომფორტულად მხოლოდ მათთან ასოცირებული ის ბიზნემენები გრძნობდნენ თავს, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ ხელისუფლებას. ეს იყო 2012 წლამდე, შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, მთავარი ღირებულება ადამიანი გახდა. რაც შეეხება ბიზნესს, ის არა მარტო გათავისუფლდა წნეხისგან, არამედ მისაღები ბიზნესგარემმო შეიქმნა. დაიწყო სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რაც გამოიხატება ბიზნესმენებისთვის დაწესებულ პრიორიტეტებში. მთელი რიგი უპირატესობები აქვს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ბიზნესმენებს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.