logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მიზნად გქონდათ გამოძიების ჩიხში შეყვანა, ამას აღარც მალავთ...
- +

16 ივლისი. 2020. 01:55

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით წერს. სალუქვაძის თქმით, კონკრეტულ ტელეკომპანიებს, რომლებიც პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებით არსებობენ, მიზანდ ჰქონდათ შაქარაშვილის საქმით მანიპულირება, რამაც ფაქტების დამახინჯების მცდელობა გამოიწვია.

 

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ, გაჭრილად: რაც მედიაში ხდება შაქარაშვილის ტრაგედიის ირგვლივ, არის ამორალური და გამოძიებისთვის ხელის შემშლელი.

 

ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, მათთვის:

 

  1. როცა დაზარალებული ოჯახი სახალხო დამცველს მედიისგან თავის დაცვას სთხოვს, ესა კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის უმძიმესი დიაგნოზი;

 

  1. როცა სახალხო დამცველი ამ თხოვნასთან დაკავშირებით განცხადებებს არ აკეთებს, ესაა მისთვის უმძიმესი დიაგნოზი;

 

  1. ჰკითხეთ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო დეტექტივებს, საგამოძიებო მასალების მედიაში გამოტანა, დაკითხვის ოქმების და სხვა მასალების გამოფენა, განხილვა და სხვა, ესაა გამოძიებისთვის ზიანის მიყენების და ხელშეშლის მიზანმიმართული ქმედება, რაც აღნიშნულ სიტუაციაში, როცა ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობის გახსნას ეხება, ასევე ამორალურობაა.

 

  1. ეს ყველაფერი, წესით, უნდა იცოდეს სახალხო დცველმა და ასევე დუმს. მაშინ როგორ უნდა განახორციელოს დანაპირები ღონისძიებები და გააკეთოს შეფასებები? დიდი ალბათობით თავადაც ხელის შესაშლელად იქნება გამოყენებული.

 

  1. საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან ახლოსაც არაა, რაც ახლა ხდება. საგამოძიებო ჟურნალისტიკა გულისხმობს საგამოძიებო სტრუქტურებისგან დამოუკიდებელ გამოძიებას, არ გულისხმობს გამოძიების მასალებთან სრულ წვდომას და ა.შ. როცა ცალმხრივად ადვოკატებს აძლევთ საშუალებას მედიაში გამოფინონ მთელი მასალები, შექმნან საზოგადოებრივი აზრი მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის შესახებ, როცა მათი აზრი და პოზიციები დომინირებს მედიაში, ეს ჟურნალისტიკაც აღარაა და ასევე ამორალურობაა, რადგან დაზარალებული მხარის საზიანო ქმედებაა.

 

მესმის რომ გამოძრავებთ მხოლოდ პოლიტიკური მიზნები, მესმის რომ თავიდანვე მიზნად გქონდათ გამოძიების ჩიხში შეყვანა, ამას აღარც მალავთ, მაგრამ ინდა იცოდეთ, რომ არ ბნელა და ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა.

 

არ შეიმჩნიოთ, თითქოს არ წაგიკითხავთ. თან შუბლზეც მოისვით ხელი, ხომ ყველაფერი მთელია?!“- წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner