logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩამოვიდა სტრასბურგის ვერდიქტები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე
- +

16 ივლისი. 2020. 02:21

 

 

ირინა ენუქიძესთან დაკავშირებით იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც არ იცნობდა მას, ან ახალგაზრდაა და არ ახსოვს, ემოციური კავშირი არ აქვს იმ პერიოდთან, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ირინა ენუქიძე არ იყო პოლიტიკური ფიგურა, არამედ ის იყო ადამიანი, რომელიც დაჩაგრეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სანდრო გირგვლიანი თემა იყო ის, რაზეც სტრასბურგმა დაადგინა, რომ ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელშიც ჩართული იყო პრეზიდენტი, სასამართლო და ხელისუფლების ყველა შტო ერთად და მისივე განმარტებით, ყველანი ცდილობდნენ, რომ არ დამდგარიყო განაჩენი.

 

სანდრო გირგვლიანი თემა იყო ის, რაზეც სტრასბურგმა დაადგინა, რომ ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელშიც ჩართული იყო პრეზიდენტი, სასამართლო და ხელისუფლების ყველა შტო ერთად და ყველანი ცდილობდნენ, რომ არ დამდგარიყო განაჩენი. ახლა ჩამოვიდა სტრასბურგის ვერდიქტები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და გამოჩნდა, რომ გამიზნულად არიან ადამიანები მოკლული. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა ჯანმრთელობის უფლების წართმევა და წამების ფაქტები. სტრასბურგმა დაადგინა, რომ კონკრეტული მოქალაქის მიმართ მკვლელობა დაიგეგმა და განხორციელდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner