logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კეთილი ინებონ და გასცენ კითხვას პასუხი!
- +

22 ივნისი. 2016. 19:29



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის დასაკავებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინა. მდინარაძე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.


„საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, თუ მართლაც გულწრფელები არიან, რატომ არ ინტერესდებოდნენ თავის დროზე იმით, რომ წლების განმავლობაში, 2006-2012 წლებზე მაქვს საუბარი, კანონიერი ქურდები, კრიმინალური ავტორიტეტები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტიორიაზე. შემოდიოდნენ და გადიოდნენ. არის რაღაც დაჯგუფება, რომელიც იყო მისაღები „ნაციონალური მოძრაობისთვის", არის დაჯგუფება, რომელიც არ იყო მათთვის მისაღები და იჭერდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვ, თუ კანონი ამის საშუალებას მისცემს, გამოაქვეყნონ კრიმინალური ავტორიტეტების სია, რომლებიც 2006-2012 წლებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ტოვებდნენ სახელმწიფო საზღვარს და შემოდიოდნენ საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კეთილი ინებონ ამ შემთხვევაში და გასცენ კითხვას პასუხი- რატომ ხდებოდა ასე, რატომ იყო შერჩევითი სამართალი კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ",-განაცხადა  მდინარაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner