logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე:პროკურატურამ მასალები ამომწურავად წარმოადგინა
- +

22 ივნისი. 2016. 19:52


 

„Tvპირველის" ეთერში  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადება შეაფასა.


ტყემალაძის განცხადებით, პროკურატურამ ამომწურავად წარმოადგინა მასალები ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ასევე ტყემალაძემ აღნიშნა, რომ თუ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობს კიწმარიშვილის ოჯახის წევრები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.


„პროკურატურამმთელი მასალები ამომწურავად წარმოადგინა. მათი განმარტებით, ამ ექსპერიმენტებში, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები. პროკურატურამ აღნიშნა, რომ ყველა ეთანხმება გამოძიებას, აქედან გამომდინარე ეჭვს ვერ შევიტან გამოძიებაში.

 

პროკურატურამ ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტირებული განცხადება გააკეთა. თუ რაიმე სადაო საკითხი არსებობს ოჯახისწევრები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ",- განაცხადა ტყემალაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner