logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით პოლიტიკოსების ნაწილი ტალახის ზღვას ისროდა
- +

16 ივლისი. 2020. 13:52

 

 

 

 

„დღეს გაიხსნა დენდროლოგიური პარკი. მინდა, საზოგადოებას გავახსენო ის სასოწარკვეთილი ისტერიკა, რომელიც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული ე.წ. ტელევიზიებიდან მოედინებოდა. პოლიტიკოსების ნაწილი ტალახის ზღვას ისროდნენ და აპოკალიფსურ სურათებს ხატავდნენ, თუ როგორ ინგრეოდა ქვეყანა, როგორ ნადგურდებოდა ბუნება და სინამდვილეში ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს საუცხოო ადგილი - პარკი, სადაც ათობით და ასობით სხვადასხვა ჯიშის ხეები და ცხოველებია. ადგილი, რომელიც კიდევ ერთი წერტილია საქართველოს ტურისტულ რუქაზე, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის არის გახსნილი და როდესაც ჩვენი შვილები ამ პარკს მოინახულებენ ის მათი საყვარელი ადგილი გახდება. ძალიან მაინტერესებს ის ხალხი, რომელიც უსინდისოდ, ყოველგვარ მორალს გარეშე ზღვა ტალახს ისვროდა, საკუთარ შვილებს წაიყვანენ და დაათვალიერებინებენ ამ პარკს? ან ამ პარკის დათვალიერების მერე, სინდისი თუ შეაწუხებთ და ერთი სიტყვით თუ იტყვიან - მეგობრებო, ჩვენ პოლიტიკურ აჟიოტაჟში ვიყავით ჩათრეული და ეს ყველაფერი სიცრუე და ტყუილი იყო, რითაც ჩვენ საზოგადოებას ვკვებავდით და სინამდვილეში ეს ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) საუცხოო ადგილს აკეთებდა ისევ ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner