logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ბარამიძე: გვინდა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს!
- +

22 ივნისი. 2016. 20:44



იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, მთავრობის სურვილია, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.


"გვინდა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს, სადაც ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, თავისი ნება შიშის გარეშე გამოხატოს. ,"- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ.


პარლამენტმა "საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსი" მიიღო. ინიციატივას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. "ქცევის კოდექსის" მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან - სიძულვილის ენაზე ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას ან ადამიანს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ უბიძგებს.


კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იყოს დადგენილი თამაშის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას. ასევე, სახელმწიფომ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თავისი ექსკლუზიური ვალდებულების შესრულება უნდა უზრუნველყოს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner