logo_geo
eng_logo
უკრაინა რეფორმების ჩასატარებლად ევროკავშირისგან 105 მილიონს მიიღებს
- +

16 ივლისი. 2020. 18:28

 

 

ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროპის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ ევროკომისიასთან 3 შეთანხმება გააფორმა, რომელიც ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამის ფარგლებში კიევისთვის 105 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.

 

ეს პაკეტი განკუთვნილია მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, რეფორმების ჩასატარებლად და კორონავირუსის პანდემიის შედეგების დასაძლევად.

 

ამ თანხიდან 60 მილიონი ევრო უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების ჩატარებას მოხმარდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner