ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროპის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ ევროკომისიასთან 3 შეთანხმება გააფორმა, რომელიც ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამის ფარგლებში კიევისთვის 105 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.
ეს პაკეტი განკუთვნილია მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, რეფორმების ჩასატარებლად და კორონავირუსის პანდემიის შედეგების დასაძლევად.
ამ თანხიდან 60 მილიონი ევრო უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების ჩატარებას მოხმარდება.