logo_geo
eng_logo
ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების მიერ წამოჭრილ პრპბლემებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
- +

16 ივლისი. 2020. 20:37

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 

 ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ფოთის მერიაში შეხვდა.

 

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება,  შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და განხორციელებაზე.

 

ჰაერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, თბილისიდან მოწვეულ იქნება შესაბამისი სამსახური, რომელიც შეისწავლის   ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს.

 

სამუშაო ჯგუფს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ხელმძღვანელობს.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთში ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მიმდებარედ არსებული ტერმინალების გამო შექმნილი პრობლემებია მოგვარებას ითხოვს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner